„რეალი ფლორენტინო პერესის გამო დავტოვე...ოქროს ბურთით შეპყრობილი ნამდვილად არ ვარ
Aa
Aa

„რეალი ფლორენტინო პერესის გამო დავტოვე...ოქროს ბურთით შეპყრობილი ნამდვილად არ ვარ"

ტურინის „იუვენტუსის“ შვიდიანმა კრიშტიანუ რონალდუმ France Football-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში მადრიდის „რეალის“ დატოვების მთავარი მიზეზი დაასახელა.

კრიშტიანუმ ასევე ოქროს ბურთისა და სექსუალური სკანდალის შესახებაც ისაუბრა.

რატომ დატოვა რონალდუმ რეალი

“კლუბისგან და განსაკუთრებით პრეზიდენტისგან ვგრძნობდი, რომ ჩემს მიმართ ინტერესი ნაკლები იყო. ისინი მე როგორც ბიზნეს შესაძლებლობას ისე მიყურებდნენ.

პირველი 4-5 წლის განმავლობაში მე თავს კრიშტიანუ რინალდუდ ვგრძნობდი. შემდეგ პრეზიდენტის მხრიდან ასეთ რამეს ვეღარ ვხედავდი.

ჩემდამი ასეთმა დამოკიდებულებამ გუნდიდან წასვლაზე დამაფიქრა. როდესაც ჩემი წასვლის შესახებ პირველი ინფორმაცია გავრცელდა, თავს ისე ვგრძნობდი თითქოს პრეზიდენტი ჩემს შეჩერებას არც შეეცდებოდა.

ეს ნამდვილად მინდოდა. თუ, ფულის გამო სადმე წასვლა მომესურვებოდა ჩინეთში წავიდოდი. ისინი ხუთჯერ მეტს გადამიხდიდნენ. „იუვეში“ ფულის გამო არ წავსულვარ. მადრიდში მსგავსი რაოდენობის თანხას გამოვიმუშავებდი, მეტსაც კი. მთავარი განსხვავება ის არის, რომ „იუვენტუსს“ ნამდვილად სურდა ჩემი შეძენა. მათ ეს მითხრეს და მათ ეს დამანახეს.

მადრიდში დაუვიწყარი 9 წელი გავატარე. გუნდთან და ქომაგებთან ერთად განცდილ ემოციებს არასდროს დავივიწყებ.

ზიდანის პოსტის დატოვებას ჩემი მადრიდიდან წასვლაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია. „რეალი“ ფლორენტინო პერესის გამო დავტოვე“.

ოქროს ბურთის შესახებ

„ოქროს ბურთით შეპყრობილი ნამდვილად არ ვარ, რადგან მე უკვე ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე ვარ, თუმცა ვთვლი, რომ წელს ამ ჯილდოს ვიმსახურებ“.

სექსუალური სკანდალი - კეტრინ მაიორგას საჩივარი ძალადობის შესახებ

„მე ჩემს მეუღლეს ამის შესახებ ყველაფერი ავუხსენი, ასევე ჩემს შვილს კრიშტიანუ უმცროსს, რომელიც ჯერ ძალიან ახალგაზრდაა ამ ყველაფრის გასაგებად“.

დედაჩემი და ჩემი დები ამ ფაქტით ძალიან გაოცებული და გაღიზიანებულები არიან. მათ ასეთად პირველად ვხედავ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები