ვალვერდე:
Aa
Aa

ვალვერდე: "როგორც ყოველთვის, ასევე დღესაც სუარესის როლი უდიდესია“

ერნესტო ვალვერდემ ლა ლიგაში თავისი მესამე ელ კლასიკო ჩაატარა და მეორე გამარჯვება იზეიმა.

ბასკი სპეციალისტის გაწვრთნილმა „ბარსამ“ მადრიდელებს 10 გოლი გაუტანა, საკუთარ კარში კი მხოლოდ 3 მიიღო.

ვალვერდემ შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე ლუის სუარესის როლზე ისაუბრა.

„ეს ნორმალური სიტუაცია არის. სუარესთან მიმართებაში გასულ სეზონშიც ასეთი ვითარება იყო.

ყველა საუბრობდა, რომ მას ძალიან ცოტა გაჰქონდა. თუმცა, ის ძალიან ბევრს შრომობს და საბოლოოდ ეს ყველაფერი შედეგს იძლევა.

ეს მისი დიდ ხნიანი შრომის შედეგია. ჩვენ პრივილეგია გვაქვს და ვიგებთ, რომ ლუისი გვყავს.

არამგონია, რომ ვინმემ ახლა სუარესის შესახებ კითხვები დამისვას, თუმცა ნათელია, რომ მან ჰეთ-თრიკი შეასრულ და როგორც ყოველთვის, ასევე დღესაც მისი როლი უდიდესია“.

ლუის სუარესი გუშინდელი მატჩის შემდეგ ისტორიაში შევიდა. ურუგვაელი ფორვარდი გახდა „ბარსას“ მე-11 მოთამაშე, რომელმაც „ელ კლასიკოში“ ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები