„სერხიო რამოს ღორის შვილო!
Aa
Aa

„სერხიო რამოს ღორის შვილო!" - პიკეს ღირსეული საქციელი "რეალთან" მატჩში

კვირას სეზონის პირველი „ელ კლასიკო“ შედგა. „კამპ ნოუზე“ „ბარსამ“ „რეალი“ მიიღო და როგორც ბოლო 10 სეზონის განმავლობაში ხდება ხოლმე, ამჯერადაც დიდი ანგარიშით დაამარცხა.

ხულენ ლოპეტეგის გუნდი 1:5 განადგურდა, რასაც სავარაუდოდ ფლორენტინო პერესის ნაბიჯი მოჰყვება და მწვრთნელი შეიცვლება.

„რეალს“ სავარაუდოდ ანტონიო კონტე ჩაიბარებს, მანამდე კი ყურადღება ერთ საინტერესო მომენტზე გავამახვილოთ, რომელიც შეხვედრის მიმდინარეობისას დაფიქსირდა.

ერთ-ერთი სტანდარტის დროს ტრიბუნები სერხიო რამოსის მისამართით სკანდირებდნენ: „სერხიო რამოს ღორის შვილო, ღორის შვილო“!

ამ დროს ხერარდ პიკემ ქომაგებს ხელით ანიშნა, რომ მათ ეს შეეწყვიტათ.

როგორც მოგეხსენებათ, რამოსსა და პიკეს ეროვნულ ნაკრებში მცირე უთანხმოება ჰქონდათ და ფეხბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, თუმცა კონფლიქტი მალე ჩაწყნარდა.

ესპანეთის ნაკრების ერთ-ერთი მატჩის დროს პიკეს ტრადიციისამებრ ქომაგები გამაყრუებელი სტევინთ შეხვდნენ, რა დროსაც რამოსმა მათ გაჩუმებისკენ მოუწოდა.

როგორც მოგეხსენებათ, ესპანელები „ბარსას“ უკანახაზელს პოლიტიკური შეხედულებების გამო უსტვენდნენ.

ამჟამად პიკემ რამოსს ასე ვთქვათ „ვალი დაუბრუნა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები