საქართველოს ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
Aa
Aa

საქართველოს ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

საქართველოს ფუტსალის ნაკრები მსოფლიოს 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადებას განაგრძობს. ავთანდილ ასათიანის გუნდი 23 ოქტომბრიდან შეკრებაზე იმყოფება და ლატვიაში გასამართი საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა. ანატოლი პონომარიოვის სახელობის ტურნირი რიგასა და იელგავაში 28-30 ოქტომბერს გაიმართება და ჩვენს გუნდთან ერთად მასში მონაწილეობას ლატვიისა და მოლდოვას ეროვნული ნაკრებები მიიღებენ.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ლატვიაში ტურნირის პირველ შეხვედრას დღეს მოლდოვას წინააღმდეგ იელგავაში გამართავს, 30 ოქტომბერს კი, კვლავ იელგავაში, ავთანდის ასათიანის გუნდი მასპინძელ ლატვიას დაუპირისპირდება.

ავთანდილ ასათიანი - საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

„ ორივე საკმაოდ ძლიერი გუნდია და ვფიქრობ, რომ ორივე ამხანაგური შეხვედრა ჩვენთვის ნაყოფიერი იქნება. ყველაზე კარგი ისაა, რომ ორ სხვადასხვა გუნდს დავუპირისპირდებით, განსხვავებული გუნდების წინააღდეგ მომზადებას თავისი სპეციფიკა აქვს და ეს ნამდვილად დიდ გამოცდილებას შეგვძენს. “

მურთაზ კაკაბაძე - საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანი:

„მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადებას ვაგრძელებთ და ნაკრები, როგორც ყოველთვის, სრულ მზადყოფნაშია. ორივე გუნდი საკმაოდ ძლიერია და ეს მათმა განვლილმა თამაშებმაც დაამტკიცა. ჩვენის მხრივ,  მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ორივე შეხვედრა მოვიგოთ და ტურნირის გამარჯვებული გავხდეთ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები