ლოპეტეგი პოსტს ტოვებს - ესპანელს კონტე შეცვლის!
Aa
Aa

ლოპეტეგი პოსტს ტოვებს - ესპანელს კონტე შეცვლის!

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი პოსტს დატოვებს.

მადრიდული კლუბის კრიზისს ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან, "ბარსელონასთან" დიდი ანგარიშით მარცხი მოჰყვა და კლუბის ხელმძღვანელებმა ლოპეტეგის ანტონიო კონტეთი შეცვლა გადაწყვიტეს.

ლოპეტეგი მადრიდულ კლუბს გასულ ზაფხულში ჩაუდგა სათავეში, თუმცა ესპანელი მწვრთნელის მუშაობა ძალიან წარუმატებელი გამოდგა და მას იტალიელი ანტონიო კონტე შეცვლის, რომელმაც ლონდონის "ჩელსი" გასულ ზაფხულში დატოვა.

კონტეს "რეალში" დანიშვნის შესახებ ინფორმაცია Skysports_ის ჟურნალისტმა გილემ ბალაგიმ გაავრცელა.

მადრიდის "რეალის" მცველის, სერხიო რამოსის კომენტარს ესპანური მედია ავრცელებს:"მწვრთნელებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა, თუმცა ეს კლუბის შიდა სამზარეულოა და ამ თემაზე ღიად საუბარი სწორი არ მგონია, დელიკატური საკითხია. ფაქტია ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა დავთმეთ, თუმცა დიდი შრომით ლა ლიგის ჩემპიონობა შესაძლებელია. კონტე? მე პატივს ვცემ გადაწყვეტილებებს, რომელსაც კლუბის მმართველები იღებენ."

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები