კვეკვესკირის გამარჯვება ყაზახეთის ჩემპიონთან - კანკავა და ჭანტურია მოედანს უბრუნდებიან
Aa
Aa

კვეკვესკირის გამარჯვება ყაზახეთის ჩემპიონთან - კანკავა და ჭანტურია მოედანს უბრუნდებიან

ყაზახეთის პრემიერლიგის 31-ე ტურში ''ტობოლმა'' საკუთარ მოედანზე ''ასტანა'' 1:0 დაამარცხა. ''ასტანას'' წინააღმდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა 90 წუთი ითამაშა.

ერთა ლიგაზე ლატვიის ნაკრებთან მიღებული ტრავმის შემდეგ კაბა კანკავა ''ტობოლის'' სამატჩო განაცხადში პირველად მოხვდა, თუმცა არ უთამაშია.

ყაზახეთის 12-გუნდიან ჩემპიონატში ''ასტანა'' 71 ქულით პირველ ადგილზეა და ჩემპიონობა ვადაზე ადრე გაინაღდა. ''ტობოლი'' სეზონს მესამე ადგილზე დაასრულებს. კვეკვესკირისა და კანკავას გუნდმა 50 ქულა მოაგოვა და პოზიციის შეცვლის შანსი არ არსებობს.

რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში ''ურალისა'' და ''უფას'' შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. გიორგი ჭანტურიამ ტრავმა მოიშუშა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად გუნდის სამატჩო განაცხადში მოხვდა. 25 წლის ქართველ შემტევს არ უთამაშია.

''უფას'' სასტარტო თერთმეტეულში ჯიმი ტაბიძემ ითამაშა. მან მოედანი 53-ე წუთზე დატოვა. ტაბიძე ''უფაში'' გადასვლამდე ''ურალის'' ღირსებას იცავდა.

რუსეთის 16-გუნდიან პრემიერლიგაში ''ურალი'' 13 ქულით მე-12 ადგილზეა, ''უფა'' კი 11 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები