პოგბა:
Aa
Aa

პოგბა: "მსურს, რომ ვისაუბრო, თუმცა ხმის ამოღება ამიკრძალეს"

როგორც ჩანს, პოლ პოგბასა და ჟოზე მოურინიოს შორის არსებული კონფლიქტი არასდროს დასრულდება.

სავარაუდოდ წლევანდელ სეზონს ორივე მათგანი "ოლდ ტრაფორდზე" გაატარებს, თუმცა ზაფხულში საკმაოდ დიდი ალბათობით მათ ახალი კლუბების მოძებნა მოუწევთ.

ბრიტანული Mirror-ი ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემამ პოგბას მცირე კომენტარი მოიპოვა, სადაც ფრანგი ამბობს, რომ კლუბი მას ხმის ამოღების უფლებას არ აძლევს.

"მე არ შემიძლია ვისაუბრო. ხმის ამოღება ამიკრძალეს. მე მსურს, რომ ვისაუბრო თუმცა ისინი ამის უფლებას არ მაძლევენ.

მითხრეს, რომ არაფერი მეთქვა".

ყველაფერი ნათელია... "იუნაიტედში" არსებული ვითარება გუნდის მინდორზე გამოსვლისთანავე ჩანს.

პოგბას მსურველები არ აკლია. "ბარსა", "იუვენტუსი" და "პსჟ" მას ერთმანეთზე უკეთეს პირობებს სთავაზობენ.

ჟოზე მოურინიოს კი "რეალში" დაბრუნებას უწინასწარმეტყველებენ. ამის შესახებ მადრიდელთა ყოფილმა პრეზიდენტმა ხოსე კალდერონმა ისაუბრა.

"წითელი ეშმაკების" მილიონობით ქომაგს წლევანდელი მძიმე სეზონის გადატანა მოუწევს, 2019-2020 წლების სეზონიდან კი სულ სხვა "იუნაიტედს" ვიხილავთ. იმედია...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები