''ლესტერის'' პრეზიდენტის ავიაკატასტროფა - ცეცხლში გახვეული ვერტმფრენი
Aa
Aa

''ლესტერის'' პრეზიდენტის ავიაკატასტროფა - ცეცხლში გახვეული ვერტმფრენი

საფეხბურთო კლუბ ''ლესტერის'' პრეზიდენტის,  ვიშაი ვიშაი შრივადჰანაპრაბჰას პირადი ვერტმფრენი ცეცხლმოკიდებული ქალაქის ერთ-ერთ ავტოსადგომზე დაეშვა. 'ლესტერისა'' და ''ვესტ ჰემის'' მატჩის დასრულების შემდეგ ''მელიების'' პრეზიდენტის ვერტმფრენი ''ქინგ ფაუერიდან'' აფრინდა, თუმცა სტადიონთან ახლოს ჩამოვარდა. 

Skysports-ის მიმომხილველი რობ დორსეტი ამბობს: ''საღამოს, დაახლოებით 8 საათსა და 30 წუთზე ვერტმფრენი ''ლესტერის'' სტადიონიდან აფრინდა. როგორც წესი ესე ხდება ხოლმე, თუმცა ამჯერად რამდენიმე წუთში პილოტმა მართვის კონტროლი დაკარგა და სტადიონიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ჩამოვარდა.''

როგორც კლუბის წარმომადგენელი აცხადებს, საქმეს სამართალდამცავები სწავლობენ. ცხადია, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების წევრები ადგილზე გამოცხადნენ.

ამ ეტაპზე ვერტმფრენში მყოფთა მდგომარეობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა Mirror-ის ცნობით კლუბის პრეზიდენტი ტრაგიკულად დაიღუპა. მასთან ერთად ვერტმფრენში მისი შვილი და ორი პილოტი იმყოფებოდნენ. ცხადია მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები