Aa
Aa

"ელ კლასიკო" - წინასამატჩო პრესკონფერენცია

დღეს, თბილისის დროით 19:15 საათზე "კამპ ნოუზე" სეზონის პირველი "ელ კლასიკო" გაიმართება.

მატჩამდე ერნესტო ვალვერდემ და ხულენ ლოპეტეგიმ პრესკონფერენციები გამართეს და სეზონის მთავარ მატჩზე ისაუბრეს.

ერნესტო ვალვერდე: "უკვე გადაწყვეტილი მაქვს თუ ვინ ითამაშებს ძირითადში რეალის წინააღმდეგ, თუმცა ამას არ გეტყვით.

დიახ, რაფინია წინა შეხვედრაში კარგად გამოიყურებოდა, თუმცა ეს სხვა მატჩია.

სეზონის სტარტზე იყო მომენტი, როცა რეალი კარგად თამაშობდა, თუმცა ამჟამად მეტოქეს რთული პერიოდი აქვს.

როგორც უკვე აღვნიშნე მადრიდელებს რონალდუს შესაცვლელად საკმარისი რესურსი აქვთ.

მნიშვნელობა არ აქვს მესი ითამაშებს, თუ არა - ჩვენ ჩვენი თამაში ყოველთვის უნდა ვაჩვენოთ.

მეტოქე ბევრ საგოლე მომენტს ქმნის, თუმცა რეალიზების მხრივ ამჟამად პრობლემა აქვთ.

დემბელეს ქმედებები? არა, მისი არასტაბილურობის მიზეზი ეს არ გახლავთ. მას შეუძლია ბევრი რამ მოგვცეს.

გულშემატკივრებს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვთ. ისინი პირველივე წუთებიდანვე გვამხნევებენ და თუ რამე ისე ვერ მიდის, მაინც ჩვენს გვერდით არიან. მათთან ერთად გაცილებით ძლიერები ვხდებით.

მესისა და რონალდუს არყოფნა ამ დაპირისპირებას ვერაფერს დააკლებს, რადგან კლასიკო უკვე დიდი ხანია არსებობს.

ეს მხოლოდ 3 ქულა არ არის. ემოციური თვალსაზრისით გამარჯვებას გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვს.

შევეცდებით ბურთი გავაკონტროლოთ და ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. ძალიან დაძაბულ შეხვედრას ველი.

არტურთან ინტერთან შეხვედრა არ განმიხილავს. წინ განსხვავებული მატჩი გველის, რომელიც მისთვის სადებიუტო იქნება.

ის კარგ ფორმაშია და გუნდის სათამაშო სტილში კარგად ჩაჯდა.

მესის არყოფნისას კოუტინიომ გაცილებით მოუმატა, მაგრამ ეს მისი მაქსიმუმი არ არის. მისგან მეტს ველით.

არ ვფიქრობ, რომ მე შესაძლოა ლოპეტეგის გათავისუფლება გამოვიწვიო".

ხულენ ლოპეტეგი: "ასეთი დონის შეხვედრის მოგება მხოლოდ ყველა დეტალის წინასწარ გათვლით არის შესაძლებელი.

მთელი გუნდი შეხვედრაზეა ფოკუსირებული.

მე ხვალ 100%-ით დავიხარჯები. შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.

ახლა მესის არყოფნაზე საერთოდ არ ვფიქრობთ. მთელი გუნდის მიზანი ბარსელონას დამარცხებაა.

მარსელო შეხვედრისთვის მზადაა. მოედანზე გასვლა ისკოსაც შეუძლია. ძირითადი შემადგენლობა ჯერაც არ ჩამომიყალიბებია, ამას მატჩამდე გავაკეთებ.

დიახ, კარვახალი ვერ ითამაშებს, თუმცა ჩვენ ოდრიოსოლა და ნაჩო გვყავს.

კატალონიაში დიდი ენთუზიაზმით მივემგზავრებით და 3 ქულის მოპოვებას ვგეგმავთ.

ვფიქრობ, ჩემს კარიერაში კლასიკოზე მნიშვნელოვანი მატჩი არ ჩამიტარებია.

თუ წავაგებ პოსტს დავტოვებ? ასეთ რამეს პირველად ვისმენ. ჭორები არ მაინტერესებს, მე მშვიდად ვმუშაობ.

უბედნიერესი ვიქნები თუ გავიმარჯვებთ. რეალს ეს აქამდეც ბევრჯერ გაუკეთებია და კამპ ნოუზე მოუგია. ამაში სიურპრიზი არაფერი იქნება"

ასევე იხილეთ"ელ კლასიკო" - ტაქტიკური ანალიზი, ისტორია და სტატისტიკა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები