ლაშა დვალის გოლი და ხოჭოლავას წარმატებული დაბრუნება
Aa
Aa

ლაშა დვალის გოლი და ხოჭოლავას წარმატებული დაბრუნება

პოლონეთის ექსტრაკლასას მე-13 ტურში ''პოგონი'' საკუთარ მოედანზე ''ლეხს'' შეხვდა. პირველი ტაიმი ''პოგონის'' გამარჯვებით 2:0 დასრულდა. მეორე გოლი 41-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ლაშა დვალმა გაიტანა. საბოლოოდ ''პოგონმა'' 3:0 მოიგო, დვალმა კი 90 წუთი ითამაშა.

პოლონეთის 16-გუნდიან ჩემპიონატში ''პოგონი'' 16 ქულით მე-10 ადგილზეა. მიმდინარე სეზონში ლაშა დვალმა მე-11 მატჩი ჩაატარა და პირველი გოლი შეაგდო.

 

უკრაინის პრემიერლიგის მე-13 ტურში დონეცკის ''შახტარმა'' სტუმრად აუტსაიდერი კიევის ''არსენალი'' 3:0 დაამარცხა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობას საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი დავით ხოჭოლავა დაუბრუნდა, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა. 58-ე წუთზე არბიტრმა ხოჭოლავა გააფრთხილა.

13 ტურში დონეცკის ''შახტარმა'' 34 ქულა მოაგროვა და კიევის ''დინამოს'' 5 ქულით უსწრებს. კიევურ კლუბს ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ხოჭოლავას მსგავსად სასტარტოში პორტუგალური ''შავეშის'' ქართველი შემტევი ავთო ებრალიძე დაბრუნდა, რომელიც ''რიუ ავესთან'' შეხვედრაში აქტიური იყო და გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა გოლამდე მცირედი დააკლდა. ებრალიძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა, ხოლო ''რიუ ავეს'' ქართველი მეკარე გიორგი მაკარიძე ტრავმირებულია.

18-გუნდიან ლიგაში ''რიუ ავე'' 17 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო ''შავეში'' 7 ქულით მე-14 პოზიციას იკავებს.

ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილის ''შტურმი'' ძალიან ცუდად გამოიყურება. ''ჰარტბერგმა'' შინ 2:0 დაამარცხა გრაცული გუნდი. კიტეიშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე გააფრთხილეს.

ბუნდესლიგის 12 მატჩიდან ''შტურმმა'' მხოლოდ 3 მოიგო. 12-გუნდიან ჩემპიონატში ''შტურმი'' 14 ქულით მე-7 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები