7 გოლი საქართველოს კარში - შედეგი, რომელსაც გამართლება არ აქვს
Aa
Aa

7 გოლი საქართველოს კარში - შედეგი, რომელსაც გამართლება არ აქვს

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს 17 წლამდე ნაკრები რუსეთთან დიდი ანგარიშით, 1:7 დამარცხდა. კირილ შჩეტინინი, რომელმაც პირველ ტურში ესტონეთთან პოკერი შეასრულა, ამჯერად სამი გოლით დაეხმარა გუნდს.დანილ შამკინმა და დმიტრი კრატკოვმა 2-2 გოლი გაიტანეს. 

ზვიად ჯელაძის გუნდიდან ერთადერთი გოლი 73-ე წუთზე გიორგი აბუაშვილმა გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა ძალიან სუსტად ითამაშა. დაფიქსირებული შედეგიდან გამომდინარე შეუძლებელია არსებობს არგუმენტი, რაც ჯელაძის წარუმატებელ მუშაობას გაამართლებს. დაცვისა თუ შეტევის ხაზში ქართველი ფეხბურთელები მეტოქის მოთამაშეებს აშკარად ჩამორჩებოდნენ. ცხადია, პასუხისმგებლობა მთავარ მწვრთნელს ეკისრება და მან პოსტი უნდა დატოვოს. განვლილ ორ ტურში საქართველოს ნაკრების კარში 10 გოლი გავიდა.

საქართველოს ნაკრები პირველ ტურში დანიასთან 1:3 დამარცხდა. ქართველმა მოთამაშეებმა ელიტ-რაუნდში გასვლის თეორიული შანსიც დაკარგეს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში საქართველო ესტონეთს შეხვდება.

იხილეთ საქართველოსა და რუსეთის შეხვედრის ვიდეოჩანაწერი

2009 წლიდან მოყოლებული საქართველოს 17 წლამდე ნაკრები ყველაზე დიდი ანგარიშით ნორვეგიასთან დამარცხდა. 2011 წელს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ნორვეგიამ ნანტში 5:0 გაანადგურა კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი.

2014 წელს ესპანეთის ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში საქართველოს 17 წლამდე ნაკრები 6:1 დაამარცხა.

ფოტო:  gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები