სიმეონე:
Aa
Aa

სიმეონე: "ყოველ წამს შეიძლება გამათავისუფლონ"...

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ თავის სამომავლო პერსპექტივებზე და "როხიბლანკოს" ძლიერ მხარეებზე "marca"-ს რეპორტიორთან ისაუბრა. 

"ჩემი ბიჭები მუდამ ერთი მიზნისთვის არიან გაერთიანებული და თითოეული წარმატების მისაღწევად თავს არ ზოგავს. სწორედ ესაა "ატლეტიკოს" მთავარი დევიზი, რომელშიც გუნდის ღირსებაც გამოიხატება".

ამის შემდეგ ჟურნალისტმა არგენტინელს კითხვა დაუსვა სურს თუ არა გახდეს "ატლეტიკოს" ალექს ფერგიუსონი, რაზეც "ჩოლომ" მიუგო:

"ყოველთვის ვფიქრობ და ვაცნობიერებ იმას, რომ ნებისმიერ წამს შეიძლება გამათავისუფლონ, რადგან მწვრთნელს ხშირად ერთ შეცდომასაც არ პატიობენ, თუმცა ჩემის მხრივ ვარჯიშებსა თუ თამაშებზე არაფერს ვიშურებ, რომ გუნდმა პროგრესი განაგრძოს". - აცხადებს სიმეონე, რომელიც მადრიდულ გუნდში 2011 წლიდან მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები