ყველაფერი, რაც გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე გამოგრჩათ
Aa
Aa

ყველაფერი, რაც გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე გამოგრჩათ

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის დარჩენილი მატჩები გაიმართა. ცენტრალური შეხვედრა „კამპ ნოუზე“ შედგა. გულშემატკივრებმა „ბარსასა“ და „ინტერის“ დაპირისპირება იხილეს. კატალონიელებმა მესის გარეშე იასპარეზეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

ამავე ჯგუფში „ტოტენჰემმა“ „პსვ“-თან ქულები დაკარგა დაშემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები ერთიორად შეუმცირდა.

„დეზებისგან“ განსხვავებით მეორე ინგლისურმა გუნდმა, „ლივერპულმა“ მარტივად მოიგო და „ცრვენა ზვეზდა“ უშანსოდ დატოვა.

პრობლემები „ენფილდზე“

„ლივერპულის“ სტადიონი საოცარი ატმოსფეროთი მუდამ გამოირჩეოდა, თუმცა ოთხშაბათს ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართა.

მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კლუბმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც „განსაკუთრებულ განათებას“ გაუსვა ხაზი.

სულ მალე გუნდმა სოციალურ ქსელში მეორე განცხადება განათავსა, სადაც გულშემატკივრებს ელექტროენერგიის მომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ამცნო.

„ცრვენა ზვეზდას“ ქომაგების გარეშე 

„ენფილდზე“ სტუმარი გუნდის გულშემატკივრების შეძახილები ხშირად ნამდვილად არ ისმის. გამონაკლისი არც გუშინდელი შეხვედრა ყოფილა, თუმცა მიზეზი აბსოლუტურად სხვა რამ იყო.

სერბული გუნდის ქომაგებს მოედანზე შევარდნის და პეტარდების ანთების გამო ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვთ და „მერსისაიდელებთან“ გამართულ მატჩს ამ მიზეზით ვერ დაესწრნენ.

სადიო მანეს შეუპოვარი ხასიათი

სადიო მანემ ერთი კვირის წინ ხელზე ოპერაცია გაიკეთა. „ლივერპულის“ შემტევმა „ჰადერსფილდთან“ მატჩი გამოტოვა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დაზიანებისა იგი „ცრვენა ზვეზდასთან“ მაინც გამოვიდა, უბრალოდ შეხვეული ხელით ასპარეზობდა.

ანერვიულებული ლორისი

უგო ლორისმა „პსვსთან“ მატჩში წითელი ბარათი მიიღო. „ტოტენჰემი“ ამ დროს 2-1-ს იგებდა, თუმცა ჰოლანდიურმა გუნდმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.

მოედნის დატოვების შემდეგ ფრანგმა გოლკიპერმა შეხვედრის ყურება გვირაბში განაგრძო და საკმაოდ ანერვიულებული ჩანდა. სამწუხაროდ ყველაფერი ცუდად წარიმართა და „პსვმ“ გოლის გატანა შეძლო.

მოჰამედ სალაჰის 50-ე

მოჰამედ სალაჰი „ლივერპულის“ უდავო ლიდერია. „მერსისაიდელთა“ შემტევმა სერბების წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და „წითლების“ ისტორიაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა.

ეგვიპტელ ფეხბურთელს „ლივერპულის“ მაისურით 50 გოლი მოუგროვდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ სალაჰს 50 ბურთის შესაგდებად მხოლოდ 65 მატჩი დასჭირდა.

მესი შვილთან ერთად

ლიონელ მესიმ „ინტერთან“ გამართულ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღება ვერ მოახერხა. მიუხედავად ამისა არგენტინელი მატჩს მაინც დაესწრო და შეხვედრას თვალი საკუთარ შვილთან, ტიაგოსთან, ერთად მიადევნა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები