იკარდი:
Aa
Aa

იკარდი: "გუნდის თამაშით უკმაყოფილო ვარ"

ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში „ბარსამ“ „კამპ ნოუზე“ „ინტერს“ უმასპინძლა და საკმაოდ მარტივად 2:0 დაამარცხა.

კატალონიელები მესის გარეშე თამაშობდნენ, თუმცა გუნდს ამ დანაკლისის გამო პრობლემები არ შექმნია და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.

მატჩის შემდეგ „ინტერის“ თავდამსხმელმა, მაურო იკარდიმ, „ბარსელონასთან“ გამართული დაპირისპირება შეაფასა და რამდენიმე საინტერესო საკითხს შეეხო. არგენტინელმა თავდამსხმელმა სკაი სპორტ იტალიასთან ისაუბრა და განაცხადა

„პირველი ტაიმი ცუდად ჩავატარეთ და „ინტერისთვის“ დამახასიათებელი თამაში არ გვიჩვენებია. ძალიან ბევრი თავისუფალი ზონა დავტოვეთ და მეტოქეს ინიციატივის მოპოვების საშუალება მივეცით“.

„მეორე ნახევარში გაცილებით უკეთ ვიასპარეზეთ და მოწინააღმდეგეს რამდენიმე არაზუსტი გადაცემის გაკეთება ვაიძულეთ. სამწუხაროდ სიტუაციით მაქსიმალურად ვერ ვისარგებლეთ. ნამდვილად მეტი შეგვეძლო მაგრამ მომენტები ვერ გამოვიყენეთ“.

„საერთო ჯამში გუნდის გამოსვლით უკმაყოფილო ვარ. პირველივე წუთიდან აგრესიული თამაში გვმართებდა და დაცვაში არ უნდა ჩავმჯდარიყავით. თუ წარმატების მიღწევა გვსურს სან სიროზე რადიკალურად განსხვავებული თამაში უნდა ვაჩვენოთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები