''ყველაფერი გამოგვდიოდა, მაგრამ მეტოქემ მეტი გაიტანა'' - კვერკველია ''პორტუსთან'' გააძევეს
Aa
Aa

''ყველაფერი გამოგვდიოდა, მაგრამ მეტოქემ მეტი გაიტანა'' - კვერკველია ''პორტუსთან'' გააძევეს

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში მოსკოვის ''ლოკომოტივი'' შინ, RZD არენაზე ''პორტუსთან'' 1:3 დამარცხდა. რუსული კლუბის სასტარტო შემადგენლობაში სოლომონ კვერკველია სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა. 76-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა კვერკველიას წითელი ბარათი უჩვენა და ქართველი მცველი შემდეგ მატჩს გამოტოვებს. კვერკველიამ თამაშის წესი მექსიკელი ექტორ ერერას წინააღმდეგ თამაშისას დაარღვია. მისი გაძევების შემდეგ გოლი არ გასულა.

 

რუსული გამოცემები კვერკველიას მატჩისშემდგომ კომენტარს ავრცელებენ: ''ლოკომოტივმა'' ''პორტუს'' წინააღმდეგ ყველაფერი გააკეთა, თამაშს ვაკონტროლებდით და საგოლე მომენტებს ვქმნიდით, თუმცა მეტოქემ უფრო მეტი გოლი შეაგდო და გამარჯვება მოიპოვა. მეტს ვერაფერს გეტყვით.''

''ლოკომოტივმა'' გასულ სამ ტურში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. პირველ ტურში სიომინის ფეხბურთელები სტუმრად ''გალათასარაისთან'' დამარცხდნენ (3:0). მეორე ტურში ''ლოკომ'' შინ, ''შალკესთან'' დაკარგა 3 ქულა (0:1).

სამი ტურის შემდეგ ''პორტუ'' 7 ქულით პირველ ადგილზეა, ''შალკე'' 5 ქულით მეორე პოზიციას იკავებს, ''გალათასარაის'' ანგარიშზე 4 ქულაა, ხოლო ''ლოკომოტივი'' 0 ქულით აუტსაიდერია.

მეოთხე ტურში, 7 ნოემბერს, ''პორტუ'' ''დრაგაოზე'' ''ლოკომოტივს'' უმასპინძლებს.

ფოტო: fclm.ru

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები