Aa
Aa

"ბოს, მიხარია თქვენი კარგ ფორმაში ხილვა" - რონალდუ ფერგის შეხვდა

კრიშტიანუ რონალდუ ლეგენდარულ ალექს ფერგიუსონს, ამ უკანასკნელის ავადმყოფობის შემდეგ პირველად შეხვდა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგის თამაშს არ დასწრებია, თუმცა მატჩის შემდეგ რონალდუს სასტუმროში ესტუმრა.

შეგახსენებთ, რომ 2003-ში ფერგიმ პორტუგალიელი შემტევი „სპორტინგიდან“ გადმოიბირა. კრიშტიანუმ მანჩესტერში 6 წელი გაატარა და შემდეგ კარიერა „რეალში“ გააგრძელა.

რონალდუს ფერგიუსონთან დადებითი მოგონებები აკავშირებს და შოტლანდიელს ხშირად საკუთარ მამას უწოდებს. გამონაკლისი არც დღევანდელი დღე ყოფილა...

კრიშტიანუმ „ტვიტერზე“ ფერგისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და თან ასეთი ტექსტი დაურთო: „შესანიშნავი მწვრთნელი და რაც მთავარია საოცარი პიროვნება. მან მოედანზე და მის მიღმა ბევრი რამ მასწავლა“.

„ბოს, თქვენი კარგ ფორმაში ხილვა მიხარია “.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები