გატუზოს
Aa
Aa

გატუზოს "მილანიდან" უშვებენ?

იტალიური პრესა სულ უფრო ხშირად წერს იმის შესახებ, რომ „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯენარო გატუზოს გაათავისუფლებენ.

როგორც Gazzetta dello Sport და Sportitalia ამბობენ, „როსონერის“ მმართველ ლეონარდოსა და გატუზოს შორის სერიოზული უთანხმოებაა, განსაკუთრებით კი „დერბი დელა მადონინას“ წაგების შემდეგ.

ლეონარდო მიიჩნევს, რომ გუნდს იმაზე გამოცდილი დამრიგებელი სჭირდება, ვიდრე გატუზოა და საამისოდ, რობერტო დონადონის კანდიდატურას განიხილავს.

დონადონი ძირძველი „მილანელია“, იგი ლომბარდიელთა რიგებში 1986-1996 წლებში თამაშობდა და „შავ-წითლებთან“ ერთად არაერთი ტიტული მოიგო.

55 წლის სპეციალისტი 2006-2008 წლებში იტალიის ნაკრებს წვრთნიდა, მიმდინარე წლის მაისში კი „ბოლონიას“ თავკაცის პოსტი დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები