მარკოს ალონსომ
Aa
Aa

მარკოს ალონსომ "ჩელსისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

მარკოს ალონსომ „ლონდონის ჩელსისთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია „არისტოკრატების“ ოფიციალურმა წარმომადგენლებმა რამდენიმე საათის წინ გაავრცელეს.

ესპანელი უკანახაზელი „ლურჯების“ ღირსებას 2016 წლიდან იცავს. ბოლო პერიოდში იგი მაურიციო სარის კოლექტივის ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ალონსომ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა: „ლონდონში დარჩენით და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში თამაშით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩელსის მაისურით მშვენიერი სეზონი ჩავატარე და სამომავლო დაპირისპირებებს მოუთმენლად ველი“.

ალონსო კონტეს ფორმაციის "ჩელსიში" მარცხენა გარემარბის პოზიციას იკავებდა. მაურიციო სარიმ კი იგი მარცხენა მცველად გაამწესა. ესპანელი უკანახაზელი გამოცდილების ხარჯზე შეტევაშიც აქტიურად ერთვება. ალონსომ პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებულ 64 შეხვედრაში 14 გოლი შეაგდო და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები