რონალდუმ
Aa
Aa

რონალდუმ "მანჩესტერის" გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა

„ოლდ ტრაფორდზე“ „იუვენტუსის“ მაისურით კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნება წარმატებული გამოდგა. „ბებერმა ქალბატონმა“ დიბალას გოლით იმარჯვა და მნიშვნელოვანი სამი ქული მოიპოვა.

მატჩის შემდეგ რონალდუმ „ოცნებების თეატრზე“ შეკრებილ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და მათ მიმართ პატივისცემა გამოხატა.

პორტუგალიელმა თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა: „ჩემთვის საკმაოდ ემოციურ შეხვედრაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნება და თამაში საოცარი შეგრძნებაა. მინდა ღირსეული დახვედრისთვის და მხარდაჭერისთვის გულშემატკივრებს დიდი მადლობა გადავუხადო“.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „მანჩესტერში“ 6 წლის მანძილზე თამაშობდა. „წითელ ეშმაკებთან“ ერთად პორტუგალიელი თავდამსხმელი ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი გახდა და პრემიერი ლიგის მოგება სამჯერ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები