პოლ სქოულზმა და რიო ფერდინანდმა ჟოზე მოურინიოს გუნდი გააკრიტიკეს
Aa
Aa

პოლ სქოულზმა და რიო ფერდინანდმა ჟოზე მოურინიოს გუნდი გააკრიტიკეს

ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის შემდეგ „მანჩესტერის“ ყოფილმა ფეხბურთელებმა, პოლ სქოულზმა და რიო ფერდინანდმა, ჟოზე მოურინიოს გუნდი სასტიკად გააკრიტიკეს.

BT Sport-ის ეთერში საუბრისას „იუნაიტედის“ ლეგენდარულმა მოთამაშეებმა ხაზი დისციპლინის არ არსებობას გაუსვეს და „წითელი ეშმაკების“ გამოსვლას სამარცხვინო უწოდეს.

მოურინიოს გუნდის თამაშით განსაკუთრებით უკმაყოფილო პოლ სქოულზი დარჩა. ამ უკანასკნელმა „იუნაიტედი“ მიწასთან გაასწორა და განაცხადა:

„იუვენტუსმა მანჩესტერი დაჩაგრა და ყველა საფეხბურთო ასპექტში აჯობა. ტურინელებმა ევროპის ერთ-ერთი გრანდის წინააღმდეგ შესანიშნავად იასპარეზეს, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ ეს ის იუნაიტედი არაა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დომინირებდა“.

„დღესდღეობით იუვენტუსის და მანჩესტერის სათამაშო კლასში უდიდესი სხვაობააა. როდესაც „იუნაიტედს“ ბურთი აქვს ფეხბურთელები ძალიან ნერვიულობენ. საინტერესოა მოურინიო ამ ყველაფრით კმაყოფილია თუ არა. ვინ იცის? შესაძლოა ასეცააა! როდესაც „მანჩესტერის“ ასეთ თამაშს უყურებ გრცხვენია, რომ ამ გუნდის ქომაგი ხარ“.

სქოულზის შემდეგ საკუთარი აზრი რიო ფერდინანდმა დააფიქსირა

„იუვენტუსთან ჩატარებული მატჩი „იუნაიტედის“ წინა ორ შეხვედრას ძალიან ჰგავდა. ჩემთვის დაპირისპირების ანალიზი რომ გეთხოვათ ვიტყოდი, რომ ბავშვები კაცების წინააღმდეგ თამაშობდნენ“.

„ჩვენ „იუნაიტედისგან“ სწრაფ და შეტევაზე ორიენტირებულ სტარტს ველოდით, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე სწორედ ასეთი ფეხბურთის ჩვენებაა საჭირო. ამის ნაცვლად გულშემატკივრებმა საშინელი პირველი ტაიმი იხილეს. იუვენტუსის მოთამაშეების კრეატიულობა და პოზიციის იდეალურად შერჩევის უნარი იუნაიტედის ფეხბურთელებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა და შედეგიც სახეზეა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები