Aa
Aa

ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო

გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" მორიგი შეხვედრა გამართა. "პისტონსი" საკუთარ მოედანზე "ფილადელფიას" დაუხვდა და მეტოქე 133-132 დაამარცხა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ამაზე ანგარიშიც მეტყველებს. მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო. დამატებით დროში "დეტროიტის" მხსნელად ბლეიკ გრიფინი იქცა. ამ უკანასკნელმა საფინალო სირენამდე წამებით ადრე ორს პლუს ერთი ჩააგდო და საკუთარი გუნდი დააწინაურა. 

ყველაფერთან ერთად ბლეიკმა კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა და "დეტროიტს" 50 ქულა! შესძინა. რეჯი ჯექსონმა აქტივში 23 ქულა ჩაიწერა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა იშ სმიტმა კი მატჩი 21 ქულით დაასრულა.

ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 17 წუთი გაატარა. ქართველმა ცენტრმა გუნდს 2 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოუტანა. ზაზამ 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 5 პერსონალური ჯარიმა მიიღო.

„ფილადელფიას“ მხრიდან 33 ქულით, 11 მოხსნით და 7 გადაცემით ჯოელ ემბიიდი გამოირჩა. ჯეი ჯეი რედიკმა გუნდს 30 ქულა შესძინა, ხოლო რობერტ კოვინგტონმა 16 ქულა მიითვალა.

ზაზა ფაჩულიას გუნდი ჯერჯერობით დაუმარცხებელია. „პისტონსმა“ სამიდან სამივე შეხვედრა მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები