გოგა ჩხეიძე ევროპის ჩემპიონია
Aa
Aa

გოგა ჩხეიძე ევროპის ჩემპიონია

პოლონეთში მიმდინარე 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გოგა ჩხეიძე ევროპის ჩემპიონი გახდა.

ქართველმა ძიუდოისტმა 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.

69 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩხეიძემ  ატაცში 139 კგ დაძლია და ვერცხლის მედალს დასჯერდა, აკვრაში კი თავი 174 კილოგრამს გაართვა და ოქრო დაისკაუთრა.

ორჭიდის ჯამში ქართმელმა სპორტსმენმა 313 კილოგრამი აწია, რაც საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა.

დღეს პოლონეთში მედლები 2 წონით კატეგორიაში გათამაშდება.

საქართველოს სახელით კი ირაკლი გაბრიჭიძე (77კგ.), რევაზ დავითაძე (85კგ.) და ნოდარ კაკაბაძე (85კგ.) იასპარეზებენ.

ცხელი ამბები