ხაბიბ ნურმაგომედოვი ფლოიდ მეივეზერის თანხმობას გამოეხმაურა
Aa
Aa

ხაბიბ ნურმაგომედოვი ფლოიდ მეივეზერის თანხმობას გამოეხმაურა

ფლოიდ მეივეზერმა UFC-ის ერთ ჩემპიონს რინგზე უკვე სძლია. რამდენიმე დღის წინ დაუმარცხებელ მოკრივესთან ბრძოლის სურვილი ხაბიბ ნურმაგომედოვმა გამოთქვა. ფლოიდი დაღესტნელი მებრძოლის გამოწვევას დათანხმდა და მას კრივის სამყაროში გადმოსვლისკენ მოუწოდა.

ნურმაგომედოვმა მეივეზერს პასუხი „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული პოსტით გასცა და განაცხადა.

„დღეს რუსეთის კრივის ფედერაციის გენერალურ მდივანთან, უმარ კრემლევთან, შეხვედრა გავმართეთ. ჩვენ მეივეზერთან ბრძოლა განვიხილეთ. გვინდა ორთაბრძოლა მოსკოვში, ლეგენდარულ „ლუჟნიკებზე“ გაიმართოს. დარწმუნებულები ვართ, რომ ბრძოლას 100000 მაყურებელი დაესწრება და ფასიანი ტრანსლირების გაყიდვაში მსოფლიო რეკორდს დავამყარებთ“.

„ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ორთაბრძოლას მამაჩემიც დაესწრება, რადგან მოსკოვში ჩამოსვლისთვის მას ვიზა არ სჭირდება“.

„მინდა ჩემს გულშემატკივრებს კითხვით მივმართო. ჩემი გჯერათ? თუ ფიქრობთ, რომ ფლოიდი ნოკაუტში ჩამაგდებს“?

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები