კასპში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონი აშენდება
Aa
Aa

კასპში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონი აშენდება

23 ოქტომბერს, კასპში საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის საფუძვლის ჩაყრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ოფიციალურ ღონისძიებაში, რომლის დროსაც საძირკველში სპეციალური კაფსულა ჩაეშვება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან. 

კასპის სტადიონი საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აშენდება, დაიგება ხელოვნურსაფარიანი მოედანი, დამონტაჟდება ხელოვნური განათება და მოეწყობა 500 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე, სხვა რეგიონების მსგავსად, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი სტადიონსა და მიმდებარე ინფრასტრუქტურას ააშენებს, ხოლო მინდვრის საფარის მოწყობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები