ვიდიჩმა რონალდუ შეაქო
Aa
Aa

ვიდიჩმა რონალდუ შეაქო

დღეს ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტური გაიმართება. ყველაზე დიდ ინტერესს „ოლდ ტრაფორდზე“ გასამართი მატჩი იწვევს, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ტურინის იუვენტუსს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა გამორჩეული სხვა რამითაც იქნება. „ბიანკონერის“ მაისურით კრიშტიანუ რონალდუ „ოლდ ტრაფორდზე“ პირველ მატჩს გამართავს.

პორტუგალიელი თავდამსხმელის დაბრუნებას და სამომავლო დაპირისპირებას „წითელი ეშმაკების“ ყოფილი ცენტრალური მცველი, ნემანია ვიდიჩი, გამოეხმაურა. სერბმა უკანახაზელმა რონალდუ შეაქო და განაცხადა:

„კრიშტიანუ უმაღლესი დონის პროფესიონალია. მისი მსგავსი ფეხბურთელები გუნდში აუცილებლად უნდა გყავდეს. ისინი პროგრესის მისაღწევად მაქსიმუმს აკეთებენ, საკუთარი თამაშით კმაყოფილები არასდროს არიან და მუდამ მისი გაუმჯობესება სურთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რონალდუს მსგავსი მოთამაშე გუნდში აუცილებლად უნდა გყავდეს“.

„ისინი სხვა ფეხბურთელების მისაბაძი მაგალითები არიან, რადგან მაღალი კლასით და ნამდვილი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან“.

„კრიშტიანუსთან ერთად რამდენიმე წლის განმავლობაში ვთამაშობდი. ჩვენ ბევრი ტიტული მოვიგეთ და ერთმანეთთან უამრავი კარგი მოგონება გვაკავშირებს. „ოლდ ტრაფორდზე“ დაბრუნება მისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტი იქნება და იმედი მაქვს ამჯერად გამარჯვებას ვერ მიაღწევს“.

„რონალდუ გამორჩეული და უნიკალური ფეხბურთელია. „მანჩესტერში“ ყოფნისას იგი კლუბისთვის ყველაფერს აკეთებდა და შესანიშნავი თანაგუნდელი გახლდათ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები