მესუთ იოზილმა ისტორია დაწერა
Aa
Aa

მესუთ იოზილმა ისტორია დაწერა

მესუთ იოზილი პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო გერმანელი ბომბარდირი გახდა. „არსენალის“ ფლეიმეიქერმა „ლესტერის“ კარის აღება პირველი ტაიმის ბოლო წუთზე მოახერხა. მესუთ იოზილისთვის „მელიების“ წინააღმდეგ შეგდებული ბურთი პრემიერ ლიგაში 30-ე აღმოჩნდა. ამ მაჩვენებლით მან ლეგენდარულ იურგენ კლინსმანს და უვე როსლერს გადაასწრო.

იოზილი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. გერმანელი ნახევარმცველი უნაი ემერის „არსენალის“ ერთ-ერთი ლიდერია და პრემიერ ლიგის უკანასკნელ 4 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, შეხვედრაში ანგარიში „ლესტერმა“ გახსნა. „მელიები“ ბელერინის ავტოგოლით დაწინაურდნენ. „მეთოფეები“ მთელი დაპირისპირების მანძილზე აშკარა უპირატესობას ფლობდნენ. საბოლოოდ ანგარიში მესუთმა გაათანაბრა, ხოლო ობამეიანგის დუბლის წყალობით ლონდონელებმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები