ჩავი:
Aa
Aa

ჩავი: "ჩემს მიერ გაწვრთნილი გუნდი მოურინიოს სათამაშო სტილს არასდროს გამოიყენებს“

„ბარსელონას“ ყოფილი ფეხბურთელი, ჩავი, დარწმუნებულია, რომ თუ ოდესმე გუნდს ჩაუდგება სათავეში, მისი შეგირდების სათამაშო სტილი ჟოზე მოურინიოს დაცვითი ფეხბურთისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება.

პორტუგალიელს დაცვითი ტაქტიკის გამო ხშირად აკრიტიკებენ. გულშემატკივრები მისგან უფრო პოზიტიურ და შემტევ ფეხბურთს ითხოვენ, თუმცა მოურინიო ტრადიციას არც „მანჩესტერში“ ღალატობს.

“Corriere dello sport“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩავიმ აღნიშნა, რომ ასეთი სტილის წინააღმდეგ ასპარეზობა ძალიან რთულია, თუმცა საკუთარ გუნდს იგივე ტაქტიკით თამაშისკენ არასდროს მოუწოდებს.

„მოურინიო დაცვითი ფეხბურთის მიმდევარი მწვრთნელია და მისი „ინტერის“ წინააღმდეგ თამაში ადვილი ნამდვილად არ ყოფილა“.

„დაცვითი ფეხბურთი მისი ფილოსოფიის განუყოფელი ნაწილია და „ჩელსის“ და „რეალს“ ზუსტად ასე ათამაშებდა. ჟოზე დეტალებს უდიდეს ყურადღებას აქცევს. მისი მოთამაშეები ზონებს ძალიან სწრაფად კეტავენ და თავისუფალ სივრცეს თითქმის არასდროს გაძლევენ“.

„მე რადიკალურად განსხვავებული ფეხბურთი მომწონს. არასწორად არ გამიგოთ, ჟოზეს არ ვაკრიტიკებ, მაგრამ დაცვითი ფეხბურთის თამაშით სიამოვნებას ვერ ვიღებ. ჩემს მიერ გაწვრთნილი გუნდები ასეთ ტაქტიკას არასდროს გამოიყენებენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები