გრემ სუნესმა პოლ პოგბა გააკრიტიკა
Aa
Aa

გრემ სუნესმა პოლ პოგბა გააკრიტიკა

„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, გრემ სუნესმა, პოლ პოგბა სასტიკად გააკრიტიკა. ლეგენდარულმა შოტლანდიელმა განსაკუთრებული აქცენტი „ლონდონის ჩელსისთან“ გამართულ დაპირისპირებაზე გააკეთა და „არისტოკრატების“ პირველი გოლისას პოგბას შეცდომას გაუსვა ხაზი.

აღსანიშნავია, რომ სუნესმა ფრანგი ნახევარმცველი წარსულშიც რამდენჯერმე გააკრიტიკა და გამონაკლისი, არც „ლურჯებთან“ დაპირისპირება აღმოჩნდა.

Sky Sport-ის ეთერში საუბრისას სუნესმა განაცხადა: „ვფიქრობ, „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობას მოთმინების ფიალა აევსო. მთავარი მწვრთნელი ფეხბურთელს მუდამ ვერ გაუმეორებს, რომ ესა და ეს უნდა გააკეთოს. როგორც ლეგენდარული ჯო ფაგანი იტყოდა - ერთხელ გეტყვი, მეორედაც გაგიმეორებ და თუ მაინც ვერ გაიგებ, გუნდში დიდხანს ვერ გაჩერდები“.

"პოგბას საოცარი ფიზიკური მონაცემები აქვს. იგი სიმაღლეში 1.93-ია. დარწმუნებული ვარ მას მაღალი ნახტომი გააჩნია და ქარივით სწრაფად გადაადგილდება. სულაც არაა საჭირო სიმაღლეში 1.93 იყო, რომ მოწინააღმდეგეს საჰაერო დუელი მოუგო. იმ მომენტში, რუდიგერს დარტყმის განხორციელების საშუალებას ჩემი სიმაღლის მოთამაშეც არ მისცემდა, ასე რომ"...

"როგორც აღვნიშნე მას მშვენიერი ფიზიკური მონაცემები და ტექნიკური არსენალი აქვს, მაგრამ ვფიქრობ ელემენტარულ რაღაცებს არასწორად აკეთებს".

"მე ხშირად პოგბას ყველაზე დიდ კრიტიკოსად მიმიჩნევენ, თუმცა მისი თამაშით გუნდის თავკაციც უკმაყოფილოა. მთავარი მწვრთნელის პოსტზე მეც მიმუშავია და საკუთარ თავს ამ ფრაზას,ზუსტად ისე, როგორც ჟოზე აკეთებს, ხშირად ვუმეორებ, - „რა ფეხბურთელი დადგებოდა ეს ბიჭი სხვებისთვის რომ ესმინა და მათგან ესწავლა“...

"თუ ეს ყმაწვილი 25 წლის ასაკში ფიქრობს, რომ ნამდვილი ვარსკლავია, მაშინ ვერანაირ პროგრესს ვერ მიაღწევს. თუ მას საფეხბურთო კუთხით განვითარება სურს, გუნდის მთავარ მწვრთნელს და მასზე უფროს მოთამაშეებს უნდა უსმინოს და მათგან საჭირო რჩევები მიიღოს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები