Aa
Aa

"ჩელსი" და ლავეცი რეალურია?

ლონდონის "ჩელსის" მესვეურები სერიოზულად არიან დაინტერესებული ეზეკიელ ლავეცის ტრანსფერით. ისიც არახალია, რომ არგენტინელი არასათანადო რაოდენობის სათამაშო დროით უკმაყოფილოა და "პსჟ"-ს დატოვება სურს.

"Sky Italy"-ის ინფორმაციით ლავეცის აგენტი ალეხანდრო მაცონი ლონდონშია და "ჩელსის" ბოსებთან ერთად მაგიდას დღეს საღამოს მიუჯდება. 

შეგახსენებთ, რომ 30 წლის არგენტინელის სამსახურით "ინტერიც" იყო დაინტერესებული, თუმცა ამ საქმემ სერიოზული სახე ვერ მიიღო. აი დღეს კი ეს შეხვედრა გვიჩვენებს თუ რამდენად შესაძლებელია ლავეცის ლონდონურ კლუბში გადაბარგება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები