კონორ მაკგრეგორი:
Aa
Aa

კონორ მაკგრეგორი:"ხაბიბმა ღირსეულად დამამარცხა"

კონორ მაკგრეგორმა აღიარა, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვმა ღირსეულად დაამარცხა, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ მომავალში გასამართ მატჩ-რევანშებში იგივე შეცდომებს აღარ დაუშვებს.

შეგახსენებთ, რომ დაღესტნელმა მებრძოლმა მეტოქეს მგუდავი ილეთის გამოყენებით სძლია. აღსანიშნავია, რომ ორთაბრძოლის შემდეგ ჩხუბი ატყდა, რის გამოც ორივე სპორტსმენმა დროებითი დისკვალიფიკაცია მიიღო.

მაკგრეგორმა რევანშის აღების სურვილი არაერთხელ გამოთქვა და რამდენიმე საათის წინ „ინსტაგრამზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ხაბიბთან გამართული დაპირისპირების შესახებ საჯაროდ პირველად ისაუბრა. კონორმა ყველა რაუნდი დეტალურად აღწერა და საკმაოდ საინტერესო საკითხებს შეეხო.

„მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე რაუნდი ჩემი უპირატესობით დაიწყო, რამდენიმე მოძრაობის შემდეგ ცუდ პოზიციაში აღმოვჩნდი. სიტუაციიდან თავის დაღწევა ვცადე, თუმცა კრიტიკული შეცდომა დავუშვი, ზურგი მოვაშიშვლე, რაც ხაბიბმა მშვენივრად გამოიყენა და ღირსეულად დამამარცხა“.

„რისი თქმა შემიძლია? შესანიშნავი ორთაბრძოლა ჩავატარეთ და მონაწილეობის მიღება ჩემთვის დიდი პატივი იყო“.

„მომავალში სრულ მზადყოფნაში ვიქნები და საკუთარ თავში დარწმუნებული დავბრუნდები. თუ ხაბიბთან მატჩ-რევანში არ შედგება, ორთაბრძოლას სხვა მოწინააღმდეგესთან გავმართავ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები