Aa
Aa

"მილანი" და "რომა" ოლივერ ტორესით დაინტერესდნენ

El Mundo Deportivo”-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მილანი“ და „რომა“ მადრიდის „ატლეტიკოს“ შემტევი ნახევარმცველის, ოლივერ ტორესის შეძენით არიან დაინტერესებულნი.

ბოლო პერიოდში, "მილანს" და "ატლეტიკოს" ერთმანეთში კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ და შესაძლოა ამ ფაქტმა ოლივერ ტორესის "როსონერიში" გადასვლას ხელი შეუწყოს. ესპანელის სატრანსფერი ღირებულება ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება.

სავარაუდოდ, ადრიანო გალიანი მალე დაუკავშირდება ესპანელის აგენტს და სატრანსფერო ფასზეც გაისაუბრებენ. რაც შეეხება „რომას“, „ჯალოროსის“ ოლივერ ტორესის იჯარით აყვანა სურთ, რასაც სავარაუდოდ „ატლეტიკოს“ მესვეურები არ დათანხმდებიან.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონი ოლივერ ტორესმა არენდით „პორტუში“ გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები