მირალემ პიანიჩმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა
Aa
Aa

მირალემ პიანიჩმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა

კრიშტიანუ რონალდუ იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაციას ნელ-ნელა გადის. პორტუგალიელი თავდამსხმელი სასურველ ფორმას თანდათანობით იბრუნებს და სერია ა-ს ეგიდით გამართულ 9 თამაშში უკვე 5 გოლი აქვს გატანილი.

ოქროს ბურთის ხუთგზის გამარჯვებულის შესახებ "ტურინის იუვენტუსის" ბოსნიელმა ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა, ისაუბრა. გარდიანისთვის მიცემულ ინტერვიუში 28 წლის ფეხბურთელმა კრიშტიანუ შეაქო და განსაკუთრებული აქცენტი პოლ სქოულზის მიერ რონალდუზე მოხდენილ გავლენაზე გააკეთა.

„თუ კრიშტიანუს მანჩესტერულ კარიერას გადახედავთ და რეალში ყოფნის პერიოდს შეადარებთ, როცა რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ნახავთ, რომ მისი სათამაშო სტილი რადიკალურად შეიცვალა. იგი უფრო მიზანმიმართულ და კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებულ მოთამაშედ იქცა“.

„პოლ სქოულზის და მისი სავარჯიშო პროცესის შესახებ კრიშტიანუს არაერთხელ უსაუბრია. ყველამ იცის რომ სქოულზი შესანიშნავი მოთამაშე იყო. იგი მოედანზე ყველაფერს მარტივად უდგებოდა და განსაკუთრებულ ფეხბურთელად სწორედ ასეთი დამოკიდებულება ხდიდა. ვფიქრობ სქოულზმა რონალდუზე დიდი ზეგავლენა მოახდინა და პოლის მსგავსი მოთამაშეებისგან მან ბევრი რამ ისწავლა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები