Aa
Aa

პეტრიაშვილის შესანიშნავი გამოსვლა - მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ფინალშია

ბუდაპეშტში თავისუფალ სტილში მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. 125 კგ. წონით კატეგორიაში ქართველი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ასპარეზობს.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა მერვედფინალში უნგრელ დანიელ ლიგეტი დიდი უპირატესობით დაამარცხა - 11:1. მსოფლიოს ჩემპიონმა მეოთხედფინალში რუს ანზორ ხიზრიევს 8:5 მოუგო.

ნახევარფინალში ქართველი სპორტსმენი ირანელ ფავრიზ ჰადის შეხვდა და დამაჯერებლად 13:6 დაამარცხა.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გენო პეტრიაშვილის მსგავსად ავთანდილ კენჭაძეც გავიდა.

ცხელი ამბები