Aa
Aa

ავთანდილ კენჭაძე ბრწყინვალე გამარჯვებით ფინალშია !

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. 74 კგ. წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძემ ნახევარფინალში გასვლა შეძლო, სადაც მოქმედ ევროპის ჩემპიონ თურქ დემირტას სონერს შეხვდა. ძალიან დაძაბული შეხვედრა ქართველი მოჭიდავის გამარჯვებით 8:1 დასრულდა.

შეგახსენებთ, კენჭაძემ ტურნირის პირველ ორთაბრძოლაში უზბეკი ბეკზოდ აბდურახმანოვი დაამარცხა. უზბეკი 8:0-ს ამარცხებდა ქართველს, თუმცა საბოლოოდ კენჭაძემ გამარჯვება მოიპოვა. უზბეკის შემდეგ კენჭაძემ პოლონელი სოკალსკი 12:2 გაანადგურა, ხოლო მერვედფინალში აზერბაიჯანელი აბუბაკაროვის ბარიერი დაძლია - 5:2.

აღსანიშნავია, რომ კენჭაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად ასპარეზობს. ის 23 წლამდე მოჭიდავეთა შორის ევროპის ჩემპიონია.

კენჭაძე ფინალში რუს მეტოქეს, ზაურბეკ სიდაკოვს ხვალ, 21 ოქტომბერს დაუპირისპირდება.

ცხელი ამბები