ბექა ლომთაძის წარუმატებელი ნახევარფინალი
Aa
Aa

ბექა ლომთაძის წარუმატებელი ნახევარფინალი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში თავისუფალ სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. 61 კგ. წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძემ ნახევარფინალში გასვლა მოახერხა, სადაც მოქმედ ევროპის ჩემპიონ, რუს გაჯიმურად რაშიდოვს შეხვდა.

პირველი პერიოდი რაშიდოვის დამაჯერებელი გამარჯვებით 6:0 დასრულდა. მეორე პერიოდიც რაშიდოვის უპირატესობით მიმდინარეობდა. საბოლოოდ რაშიდოვმა 10:0 მოიგო.

შეგახსენებთ, ბექა ლომთაძემ რაშიდოვთან შეხვედრამდე ჯერ ადამა დიატას სძლია 6:0, შემდეგ კი იაპონელი კაინაგი 11:0 გაანადგურა, თუმცა ნახევარფინალში რაშიდოვის ბარიერი ვერ დაძლია.

ბექა ლომთაძე ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს.

ცხელი ამბები