''პაპუნაშვილი, ''სარაგოსას'' იარაღი დაბრუნდა'' - ''რთული პერიოდი დასრულდა''
Aa
Aa

''პაპუნაშვილი, ''სარაგოსას'' იარაღი დაბრუნდა'' - ''რთული პერიოდი დასრულდა''

ესპანური ''სარაგოსას'' 23 წლის ქართველმა შემტევმა გიორგი პაპუნაშვილმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა. 28 სექტემბერს ''ალბასეტესთან'' მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ერთა ლიგის ორი შეხვედრა გამოტოვა.

თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა მოთამაშემ facebook-ის პირად გვერდზე დაწერა: ''სამკვირიანი პაუზის შემდეგ გუნდთან ერთად პირველად ვივარჯიშე. რთული პერიოდი დასრულდა. ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ ვართ ''რეალ სარაგოსა''.

''ალბასეტესთან'' შეხვედრის პირველი ტაიმი ''სარაგოსასთვის'' ძალიან უიღბლო გამოვიდა. 39-ე წუთზე ''სარაგოსას'' მთავარ მწვრთნელს ორი იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუხდა. გიორგი პაპუნაშვილმა ტრავმის გამო მოედანი საკაცით დატოვა. პაპუნაშვილის მსგავსად  დაზიანება პორტუგალიელმა დიოგო ვერდასკამ მიიღო.

Eldesmarque წერს: ''გარკვეული პაუზის შემდეგ პაპუნაშვილი მოედანს დაუბრუნდა. მან პარასკევს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. მთავარ მწვრთნელს იმან იდიაკეზს ახალი იარაღი ჰყავს: პაპუ.''

21 ოქტომბერს ''სარაგოსა'' ლა ლიგა 2-ის მორიგ ტურში ''ტენერიფეს'' უმასპინძლებს. როგორც heraldo წერს პაპუნაშვილი სამატჩო განაცხადში მოხვდება და შესაძლოა მეორე ტაიმში თამაშში ჩაერთოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები