Aa
Aa

"ბასკონია" "რეალთან" დამარცხდა - შენგელიას ეფექტური თამაში და 500 მოხსნა ევროლიგაში

ევროლიგის მე-3 ტურში თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის "ბასკონია" მადრიდში "რეალთან" 97:59 დამარცხდა.

შენგელიამ პარკეტზე 23:04 წუთი გაატარა და 9 ქულა, 4 მოხსნა, 2 გადაცემა მიითვალა.

შეხვედრაში ერთ-ერთი გამორჩეული ეპიზოდი თოკოს აგრესიული დანკი გახლდათ.

ასევე აღსანიშნავია, რომ შენგელიას ანგარიშზე ევროლიგაში უკვე 500 მოხსნა ფიქსირდება.

რაც შეეხება მეტ ჯენინგს, მან 27:01 წუთი ითამაშა და 10 ქულა, 4 მოხსნა და 1 გადაცემა მოაგროვა.

"ბასკონია" ევროლიგაში 1 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს. ვიტორიელებს სტარტი აშკარად ჩაუვარდათ, თუმცა გუნდს დიდი პოტენციალი აქვს და მომატება ნამდვილად შეუძლიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები