Aa
Aa

ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონია

ბაჰამის კუნძულზებზე მიმდინარე ძიუდოს ახალაგზრდულ მსოფლიო ჩემპიონტაზე ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი მოიპოვა.

90 კილოგრამ წონით კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი სანაშირო მურაო 30 წამში იპონით დაამრცხა.

ფინალამდე ბექაურმა 4 მეტოქეს კანადელ ბენჟამინ კენდრიკს , ლატვიელ ემილის გერკენს ,იაპონელ კოსუკე მაშიამასა და სერბ დარკო ბრასნოვიჩს სძლია.

დღესვე ბრინჯაოს მედალი ლუკა მაისურაძემ მოიპოვა.

ქართველმა ფალავანმა მედლისთვის ბრძოლაში ტაჯიკი ჯახონგირ მაჯიდოვი დაამარცა.

ამ მომენტისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 3 მედალია. შეგახსენებთ ტურნირის პირველ დღეს ბრინჯაო ჯაბა პაპინაშვილმა დაისაკუთრა.

დღეს მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორები -100 და +100  კილოებში გამოვლინდებიან

საქართველოს სახელით კი ტატამზე ონისე სანებლიძე , ზაური კენჭაძე და გელა ზაალიშვილი იასპარეზებენ.

ხოლო გოგოებში 78 კილოშიმედლისთვის  სოფიო სომხიშვილი იჭიდავებს.

ცხელი ამბები