სარდალიშვილის დუბლი ხუთწუთიან მონაკვეთში - ''ჩიხურამ'' ''დილა'' დაამარცხა
Aa
Aa

სარდალიშვილის დუბლი ხუთწუთიან მონაკვეთში - ''ჩიხურამ'' ''დილა'' დაამარცხა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის 29-ე ტურში საჩხერის ''ჩიხურამ'' შინ, ივანწმინდაში გორის ''დილა'' 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ''ჩიხურამ'' 50 ქულა მოაგროვა, ''დილას'' 1 ქულით გაასწრო და მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო ''ჩიხურა'' მეოთხე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

პირველი ტაიმის მიწურულს, ხუთწუთიან მონაკვეთში  ''ჩიხურას'' შემტევმა მიხეილ სარდალიშვილმა დუბლი შეასრულა. 39-ე წუთზე სარდალიშვილმა კუთხური ჩიკვაიძესთან გაითამაშა, იმერული კლუბის ფორვარდმა ლუკა გუგეშაშვილს ახლო კუთხეში დაურტყა და ანგარიში გახსნა.

44-ე წუთზე რევაზ ჩიტეიშვილმა მარჯვენა ფლანგიდან ''დილას'' საჯარიმოში ჩააწოდა, სტუმართა მცველებმა და მეკარემ არადამეჯერებლად ითამაშეს, დასწრებაზე სარდალიშვილმა ზუსტად ითამაშა და დუბლი შეასრულა.

მარჯვენა ფლანგზე სუხიაშვილი-ჯოოფი-კოვტალიუკის შექმნილი კომბინაცია ნოდარ ქავთარაძის გოლით დასრულდა. ''ჩიხურას'' დაცვის ხაზი ჩავარდა და ქავთარაძემ ახლო მანძილიდან გაიტანა.

საჩხერის ჩიხურა - გორის დილა 2:1 (2:0)

19 ოქტომბერი, ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი

გოლი: 1:0, 2:0 სარდალიშვილი (39, 44), 2:1 ქავთარაძე (63)

მთავარი მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

ფოტო: eliga.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები