Aa
Aa

"ბარსელონამ" ნეიმარის ტრანსფერი უარყო?

„ბარსელონას“ ვიცე-პრეზიდენტმა, ჟორდი კარდონერომ, ნეიმარის შესაძლო ტრანსფერი უარყო და განაცხადა, რომ კლუბის მმართველი საბჭოს დღის წესრიგში ეს საკითხი არავის დაუყენებია.

რამდენიმე დღის წინ ესპანურმა გამოცემებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის მიხედვით „ბარსა“ ნეიმარის გადმობირებას გეგმავდა. კარდონერი ყველაფერს კატეგორიულად შეეწინააღმდეგა და აღნიშნა, რომ 26 წლის ფეხბურთელის შესყიდვა გუნდის სამომავლო გეგმებში არ შედის.

„ბარსელონას მმართველ საბჭოს ნეიმარის შესაძლო ტრანსფერის შესახებ არ უმსჯელია. ამ კითხვისთვის პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან კლუბში ეს საკითხი არავის დაუსვამს".

„ბარსას დატოვება ნეიმარმა თავად გადაწყვიტა. მის უნიკალურობაში დარწმუნებულები რომ არ ვყოფილიყავით და ახლა მისი დაბრუნება მოგვენდომებინა, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, მაგრამ ასე ნამდვილად არაა, რადგან ნეიმარმა კლუბი თავისი სურვილით დატოვა“.

„მისი გაფორმება რომ მოგვესურვებინა, კლუბის მმართველი საბჭო ვალდებული იქნებოდა ტრანსფერი განეხილა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მისი გადმობირების შესახებ სიტყვა არავის დასცდენია".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები