ფლოიდ მეივეზერმა ოსკარ დე ლა ჰოია და კანელო ალვარესი მიწასთან გაასწორა
Aa
Aa

ფლოიდ მეივეზერმა ოსკარ დე ლა ჰოია და კანელო ალვარესი მიწასთან გაასწორა

ფლოიდ მეივეზერი ჩვეულ სტიქიაშია. "მანი"-ის მორიგი „მსხვერპლი“ ოსკარ დე ლა ჰოია და მისი „ოქროს ბიჭუნა“, კანელო ალვარესი ,აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ფლოიდმა  დე ლა ჰოია 2007 წელს დაამარცხა და WBC-ის ქამარი მოიპოვა. როგორც ჩანს აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა და მოკრივეებს ვლავ დაძაბული ურთიერთობა აქვთ.

მეივეზერმა „ინსტაგრამზე“ ფოტოები გამოაქვეყნა და დე ლა ჰოია და ალვარესი მიწასთან ჩვეულ სტილში გაასწორა.

დაცინვის პირველ ობიექტად მექსიკელი მოკრივე იქცა. ფლოიდმა მისი და ალვარესის ორთაბრძოლის ფოტო გამოაქვეყნა და თან ასეთი სიტყვები დაურთო: "მნიშვნელობა არ აქვს კანელომ შეჭამა თუ არა ამ დღეს „თავისი“ სტეიკი (შეგახსენებთ, რომ როდესაც ალვარესს სისხლში აკრძალული პრეპარატები აღმოუჩინეს, მან ყველაფერი მექსიკაში ნაჭამ ხორცს დააბრალა), ეს ბრძოლა ჩემს კარიერაში ყველაზე ადვილი იყო. კონორ McQuitter-მა(მაკგრეგორი) გაცილებით კარგად იჩხუბა, ვიდრე გაიძვერა კანელომ და მე მისი განადგურებაც მოვახერხე. 300 მილიონის მოსაპოვებლად 36 წუთი ან უფრო ნაკლები მჭირდება! ერთ ღამეში გამართულ ერთ ბრძოლაში უფრო მეტს ვიღებ ვიდრე შენ 5 წელში ჩატარებულ 11 ორთაბრძოლაში მიიღებ. ასე რომ თავად განსაჯე ვინ რჩება ნამდვილ გამარჯვებულად“.

ერთი საათის შემდეგ მეივეზერმა მეორე ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ამჯერად ოსკარ დე ლა ჰოია იყო გამოსახული. 

„11 წლის წინ ამ გოგონას ვეჩხუბე! მისი სახელი ოსკარ „ოქროს გოგონა“ დელა ჰოიაა“!

ცხელი ამბები