კობიაშვილი, იაშვილი და ასათიანი ბაბუნაშვილის გამოსამშვიდობებელ მატჩში
Aa
Aa

კობიაშვილი, იაშვილი და ასათიანი ბაბუნაშვილის გამოსამშვიდობებელ მატჩში

ქუთაისის ''ტორპედოს'' 37 წლის ფეხბურთელი შოთა ბაბუნაშვილი სპორტულ კარიერას ასრულებს. 19 ოქტომბერს, ქუთაისში, ''რამაზ შენგელიაზე'' ბაბუნაშვილის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, მალხაზ ასათიანი, ალექსანდრე ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე და სხვა მოქმედი თუ ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები მიიღებენ.

შოთა ბაბუნაშვილი ''ტორპედოს'' პრესსამსახურს ესაუბრა: "მინდა "ტორპედოში" დავრჩე და ჩემი თავი მწვრთნელის რანგშიც მოვსინჯო. ამაზე კახა ჩხეტიანიც მესაუბრა და დიდი ალბათობით, "ტორპედოს" ასაკობრივ გუნდში ვიმუშავებ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

სხვათაშორის, გამოსამშვიდობებელი მატჩიც კახა ჩხეტიანის ინიციატივაა. მან გამოხატა სურვილი, რომ ეს დღე ყოფილიყო... ჩხეტიანს სურს, ის ფეხბურთელები, ვისი ღვაწლიც ქართული ფეხბურთისადმი დიდია, დაფასებულები იყვნენ, ეს მატჩი კი მაგალითი იქნება სხვებისთვის.

მადლობა მას ამისთვის და მადლობა "ტორპედოს" ხელმძღვანელობას ამ დღისთვის".

შოთა ბაბუნაშვილი ქუთაისის ''ტორპედოს,'' თბილისის ''დინამოს,''  ბათუმის ''დინამოს,'' ბოლნისის ''სიონის,'' ''ბორჯომის,'' ''ზესტაფონის,'' რუსთავის ''მეტალურგისა'' და მარტვილის ''მერანის'' ღირსებას იცავდა.

ბაბუნაშვილი ''ტორპედოსთან'' ერთად საქართველოს ჩემპიონი სამჯერ გახდა (2000-01, 2001-02 და 2017). ამპლუით ნახევარმცველმა თბილისის ''დინამოს'' მაისურით ოქროს მედალი 2004-05 წლების სეზონში მოიპოვა, ხოლო ''ზესტაფონში'' ასპარეზობისას ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა (2011-12, 2012-13).

ფოტო წარსულიდან: ჩემპიონთა ლიგის 2002-03 წლების სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი, ბაბუნაშვილი პრაღის ''სლავიას'' წინააღმდეგ

ფოტო: ''ტორპედოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები