კონტაქტი პერესსა და კონტეს შორის - ლოპეტეგის
Aa
Aa

კონტაქტი პერესსა და კონტეს შორის - ლოპეტეგის "რეალში" მხოლოდ 3 მატჩი დარჩა?

ესპანური Marca-ს ინფორმაციით, ფლორენტინო პერესი წარუმატებელი სერიის გაგრძელების შემთხვევაში ხულენ ლოპეტეგის ნაადრევად დაითხოვს და გუნდს მალე ახალი მწვრთნელი ეყოლება.

გამოცემა წერს, რომ მადრიდელები ანტონიო კონტეს კანდიდატურას სერიოზულად განიხილავენ.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით პერესსა და კონტეს შორის კონტაქტი შედგა და თემა რა თქმა უნდა „რეალის“ შესაძლო ჩაბარება იყო.

ხულენ ლოპეტეგის 3 მატჩიანი ვადა მისცეს. „რეალის“ მეტოქეები „ლევანტე“, „პლზენი“ და „ბარსელონა“ იქნებიან.

ესპანური პრესა ვარაუდობს, რომ ლოპეტეგის მადრიდული კარიერა „კამპ ნოუზე“ „ელ კლასიკოში“ დასრულდება.

ლოპეტეგის შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატებად "რეალის" ყოფილი მოთამაშეები ალბერტ სელადესი და გუტიც სახელდებიან.

ამრიგად, ანტონიო კონტე „ბლანკოსის“ გაწვრთნის ნომერ პირველ კანდიდატად მოგვევლინა.

ცხელი ამბები