ვანდერლეი ლუქშემბურგო:
Aa
Aa

ვანდერლეი ლუქშემბურგო: "რეალის პრობლემები რონალდუს წასვლამ განაპირობა"

„მადრიდის რეალის“ და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ვანდერლეი ლუქშემბურგუ, მიიჩნევს, რომ „სამეფო კლუბის“ პრობლემები კრიშტიანუს გუნდიდან წასვლას უკავშირდება.

რონალდუმ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ საკმაოდ წარმატებული პერიოდი გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ თავად კრიშტიანუმ „იუვეში“ გადასვლის მიზეზად ახალ გამოწვევებთან გამკლავება დაასახელა, ესპანური ტაბლოიდების ცნობით, მისი ტრანსფერი ფლორენტინო პერესთან დაძაბულმა ურთიერთობამ განაპირობა.

„კრიშტიანუს წასვლამ ბევრი რამ შეცვალა. „რეალში“ მიმუშავია და ვიცი, რომ რონალდუს მსგავს ფეხბურთელებს მოწინააღმდეგე გუნდები მუდამ უფრთხიან. „ახლა „სამეფო კლუბს“ ასეთი მოთამაშე არ ჰყავს. საუბარი ისეთ ფეხბურთელზე მაქვს, რომელიც ოპონენტს აგრძნობინებს რომ მისი აღსასრული მოახლოებულია. ხომ ხვდებით რასაც ვგულისხმობ, მაგალითად შეგრძნება, რომელიც კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ თამაშს ახლავს თან.

"დღესდღეობით მადრიდელების შემადგენლობაში არცერთი ასეთი ფეხბურთელი არაა".

ბრაზილიელმა სპეციალისტმა ხულენ ლოპეტეგის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა: "რეალის თავკაცის პოსტზე ყოფნას წნეხი მუდამ თან ახლავს. შენ მსოფლიოს ყველაზე დიდი კლუბის მთავარი მწვრთნელი ხარ და სხვა გზა უბრალოდ არ გაქვს".

„თუ შედეგებს ვერ აღწევ, წნეხი ყოველთვის დიდი იქნება, თუმცა ფლორენტინო პერესი ჭკვიანი კაცია და იცის, რომ პირველ სეზონში ახალი მთავარი მწვრთნელისგან რაღაც გრანდიოზულს არ უნდა ელოდოს“.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები