მეივეზერი:
Aa
Aa

მეივეზერი: "ხაბიბს ვეტყვი, რომ მას მხოლოდ ჩემი ნარჩენები შეხვდა"

როგორც ცნობილია, ხაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორთან დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ბრძოლაში ფლოიდ მეივეზერი გამოიწვია.

ლეგენდარული მოკრივის პასუხმა არ დააყოვნა და მან გამოწვევა მიიღო.

ახლა მთელი სპორტული სამყარო ბრძოლის ორგანიზებას ელის. როდის და სად შედგება ბრძოლა? რა თანხებთან გვექნება საქმე? ან საერთოდაც, თუ შედგება ის?

TMZ sports-თან საუბრისას მეივეზერმა ხაბიბს კიდევ ერთხელ უპასუხა და ამჯერად ეს გაცილებით მწვავე იყო.

ჩვენ ვიჩხუბებთ. მე ჩემი თავის ბოსი ვარ, თუმცა ვერ ვიტყვი რა მოხდება ხაბიბის შემთხვევაში, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ვიტყვი რომ ჩვენ შეგვიძლია ეს ბრძოლა რეალური გავხადოთ“.

მეივეზერმა ნურმაგომედოვის მაკგრეგორთან გამარჯვების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ხაბიბს მხოლოდ მისი ნარჩენები შეხვდა.

„მან მე გამომიწვია, აქ მთავარი მე ვარ. მისი კომენტარი ვნახე. ის ამბობს, რომ კონორი დააგდო და მე ეს ვერ მოვახერხე. ხაბიბს ვეტყვი, რომ მას მხოლოდ ჩემი ნარჩენები შეხვდა“.

„როცა ხაბიბის წინააღმდეგ წარვსდგები, ანაზღაურების სახით ცხრანიშნიან ციფრს მოვითხოვ. დიახ, ეს უფრო ძვირადღირებული ბრძოლა იქნება ვიდრე მაკგრეგორის წინააღმდეგ. შესაძლოა 100 მილიონი დოლარით მეტი“.

მეივეზერის ამ კომენტარის შემდეგ კონორ მაკგრეგორი ძალიან დაიჩაგრა და დამცირდა. გამოდის, რომ ფლოიდმა ის მაგრად „დაამუშავა“ და მისგან დარჩენილი ნაწილები ხაბიბმა მიწასთან გაასწორა.

თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი რეალობისგან შორს არის.

ცხელი ამბები