Aa
Aa

ძალოსნები მსოფლიო ჩემპიონატამდე ბოლო შეკრებას გადიან

საქართველოს ძალოსანთა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები დუშეთში იმყოფებიან, სადაც სეზონის გადამწყვეტი ტურნირებისთვის მზადებას ასრულებენ.

20 და 23-წლამდელთა ნაკრებები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ, რომელსაც პოლონეთი უმასპინძლებს.

ეროვნული ნაკრების წევრები კი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც 31 ოქტომბრიდან 10 ნოემბრამდე, თურქმენეთში გაიმართება.

წლის ბოლო ტურნირზე ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები