Aa
Aa

ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა როყვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა დაასახელა.

2018 წლის პლანეტის პირველობას 20-28 ოქტომბერს, ბუდაპეშტი უმასპინძლებს სადაც მედლების ათ-ათი კომპლექტი გათამაშდება.

ჩვენი ნაკრები დასკვნით შეკრებას დუშეთის ოლიმპიური მზადების ცენტრში 10-იდან 22 ოქტომბრამდე გაივლის.

საქართველოს ნაკრები:
55 კგ - ნუგზარ წურწუმია (ხობი)
60 კგ - დავით ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)
63 კგ - ლაშა მარიამიძე (თბილისი)
67 კგ - შმაგი ბოლქვაძე (აჭარა)
72 კგ - გიორგი ხუჭუა (ოზურგეთი)
77 კგ - თორნიკე ძამაშვილი (გარდაბანი)
82 კგ - ლაშა გობაძე (აჭარა)
87 კგ - რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)
97 კგ - რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი)
130 კგ - იქაკობ ქაჯაია (წყალტუბო)

ბერძნულ-რომაული ნაკრები უნგრეთში 23 ოქტომბერს გაემგზავრება, მსოფლიოს კონკურენციაში კი 25 ოქტომბრიდან ჩაებმება. საპრიზო სამეულები კი 26-28 ოქტომბერს შეივსება.

 

ცხელი ამბები