Aa
Aa

NBA-ის გასული ტურის მატჩების მიმოხილვა

ჰიუსტონი - ნიუ ორლეანი  112 - 131

გამთენიისას ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩები გაიმართა. ტურის ცენტრალური შეხვედრა ტეხასში შედგა, სადაც ადგილობრივი „ჰიუსტონი“ „ნიუ ორლეანს“ დაუპირისპირდა და უშანსოდ 112-131 დამარცხდა.

„პელიკანსის“ რიგებში მიროტიჩი-დევისის დუეტი გამოირჩა. „ნიუ ორლეანის“ ლიდერმა 32 ქულა მოაგროვა, ნიკოლას ანგარიშზე კი 30 ქულა იყო. „პელიკანსის“ მაისურით პირველი მატჩი ჯულიუს რენდელმა გამართა, რომელსაც საკმაოდ წარმატებული დებიუტი გამოუვიდა და შეხვედრა 25 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა.

„ჰიუსტონის“ რიგებში 21 ქულით საუკეთესო ერიკ გორდონი იყო. კარმელო ენტონიმ საშინლად ითამაშა და მხოლოდ 9 ქულასა და 4 მოხსნას დასჯერდა. რაც შეეხება „როქეთსის“ ლიდერს, ჯეიმს ჰარდენმა 18 ქულა, 10 გადაცემა და 9 მოხსნა მიითვალა.

სან ანტონიო - მინესოტა 112 – 108

გრეგ პოპოვიჩის „სან ანტონიომ“ ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყო. „სპურსმა“ საკუთარ კედლებში „მინესოტას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 4 ქულიანი სხვაობით დაამარცხა.

ტეხასელთა რიგებში დემარ დეროუზენმა პირველ ოფიციალურ მატჩში თავის გამოჩენა მოახერხა და შეხვედრა 28 ქულით დაასრულა. ლამარკუს ოლდრიჯმა აქტივში 21 ქულა და 19 მოხსნა ჩაიწერა. რუდი გეიმ კი გუნდს 18 ქულა შესძინა.

„მინესოტას“ ბატლერი, უიგინსი, ტიგის ტრიომ ულიდერა. მათ ანგარიშზე ჯამში 70 ქულა იყო. კარლ-ენტონი თაუნსმა საშინლად იასპარეზა. „ტიმბერვულვზის“ ლიდერმა შეხვედრა 8 ქულითა და 9 მოხსნით დაასრულა.

სხვა მატჩების შედეგები

შარლოტა - მილოუკი 112 – 113

დეტროიტი - ბრუკლინი 103 – 100

ინდიანა - მემფისი 111 – 83

ორლანდო - მაიამი 104 – 101

ნიუ იორკი - ატლანტა 126 – 107

ტორონტო - კლივლენდი 116 – 104

საკრამენტო - იუტა 117 – 123

კლიპერსი - დენვერი 98 – 107

ფენიქსი - დალასი 121 – 100

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები