ბრინჯაოს მედალი ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე
Aa
Aa

ბრინჯაოს მედალი ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე

ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუში დაწყებულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა ძიუდოისტმა მედლისთვის ბრძოლაში თურქი სამეტ კუმტასი იპონით დაამარცხა.

ფინალამდე კი პაპინაშვილმა ადვილად სძლია ამერიკელ ენტონი ბრედს, არგენტინელ კარლოს მალდონადოს, აზერბაიჯანელ კარამატ ჰუსეინოვსა და რუმინელ ლუსიან დუმიტრესკუს.  

ნახევარფინალში პაპინაშვილი იაპონელ გენკი კოგასთან დაამარცხა .

დღეს ტურნირზე ბაგრატ ნინიაშვილი (66 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) იჭიდავებენ

ცხელი ამბები