ლიგა 1 დაბალი დონეა - ნეიმარს
Aa
Aa

ლიგა 1 დაბალი დონეა - ნეიმარს "კამპ ნოუზე" დაბრუნება უნდა! "ბარსა" დაფიქრდა...

ესპანური Mundo ხმაურიან ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს ცნობით, ნეიმარი „პსჟ“-ში თამაშით უკმაყოფილოა და ამის მიზეზი ლიგა 1-ის დონეა, რომელიც საკმაოდ დაბალია.

ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კლუბის წარმომადგენლებსა და სამწვრთნელო შტაბს აცნობა, რომ მას ეს დონე არ აკმაყოფილებს და თავისი ყოფილი თანაგუნდელები ძალიან ენატრება.

გამოცემა წერს, რომ ნეიმარმა თავის ახლობლებს ამის შესახებ უკვე აცნობა.

მადრიდულმა AS-მა ისიც გაარკვია, რომ ნეიმარსა და „ბარსელონას“ ყოფილ სპორტულ დირექტორს რობერტ ფერნანდესს შორის ამ თემასთან დაკავშირებით სატელეფონო ზარი რამდენიმეჯერ შედგა.

ნეიმარის „კამპ ნოუზე“ დაბრუნების შესახებ ინფორმაცია აქამდეც გავრცელდა, თუმცა „ბარსა“ ამ ტრანსფერს ყოველ ჯერზე შეუძლებელად თვლიდა.

დღეს კი ვითარება შეიცვალა და კლუბი ბრაზილიელის უკან დაბრუნების ვარიანტს სერიოზულად განიხილავს.

ნეიმარის გარემოცვა და თავად ფეხბურთელიც ერთ აზრზე არიან - ის „ბარსელონაში“ უნდა დაბრუნდეს.

როგორც ცნობილია, წლევანდელ სეზონში „ბარსელონას“ დირექტორთა საბჭომ რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 960 მილიონ ევროს შეადგენს.

კლუბის სპორტულ დირექტორად აბიდალის დანიშვნის შემდეგ „ბარსამ“ სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ წარმატებით იმუშავა და ეს ყველაფერი ციფრებშიც აისახა.

ნეიმარის დასაბრუნებლად „ბლაუგრანა“ ფინანსურად იდეალურ ფორმაშია, თუმცა ყველამ კარგად იცის პარიზელთა პრეზიდენტის ნასერ ალ ხელაიფის „ბარსელონასადმი“ სიძულვილი და ეს ფაქტი სიტუაციას საგრძნობლად ართულებს.

გამოსავალი მხოლოდ ფეხბურთელის სურვილია. თუ, ეს ინფორმაცია დადასტურდა და ნეიმარს მართლაც სურს მესისა და სუარესის გვერდით კვლავინდებურად თამაში, ამ შემთხვევაში შესაძლოა ჩვენ დიდი დაბრუნების მომსწრენი გავხდეთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები